საქართველოს ნაკრები 1 საფეხურით დაქვეითდა - FIBA-ს ახალი რეიტინგი
Aa
Aa

საქართველოს ნაკრები 1 საფეხურით დაქვეითდა - FIBA-ს ახალი რეიტინგი

FIBA-მ სანაკრებო რეიტინგი განაახლა და საქართველოს ნაკრებისთვის არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა. საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა ბოლო ორი შეხვედრა მსოფლიოს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ეგიდით ჩაატარა.

პირველი დაპირისპირება ზუროსის შეგირდებმა უკრაინას 88:83 მოუგეს, ხოლო მეორე შეხვედრა ძლიერი ესპანეთის წინააღმდეგ შედგა და საქართველო დიდი ანგარიშით დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ „ჩვენებურებმა“ გარკვეული რაოდენობის ქულები დააგროვეს, მაგრამ FIBA-ს რეიტინგში 1 საფეხურით მაინც დაქვეითდით.

დღევანდელ დღემდე საქართველოს ნაკრების ევროპის მასშტაბით მე-17 ადგილზე იყო, ხოლო მსოფლიოში 35-ე. უკანსვლის მიზეზი ბელგიის ნაკრების კარგი თამაში გახდა. ბელგიელებმა საქართველოს 1 საფეხურით გაასწრეს.

ამრიგად, საქართველოს კალათბურთის ნაკრები ევროპის მასშტაბით რეიტინგში მე-18 ადგილზე გადავიდა, ხოლო მსოფლიო რეიტინგში 38-ე ადგილს იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები