ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა
Aa
Aa

ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა

ვაკო ყაზაიშვილი სამხრეთ კორეის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველად დასახელდა და შესაბამისი ჯილდო გადაეცა - ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა და მისმა კლუბმა, ულსან ჰიუნდაიმ სოციალური ქსელით გაავრცელეს.

ულსანის 28 წლის შემტევმა K ლიგის 34 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

28 წლის ფეხბურთელს რუსთავის მეტალურგში, არნემის ვიტესში, პოლონურ ლეგიასა და სან ხოსეში უთამაშია.

კონტრაქტის ამოწურვისა და MLS-ის დატოვების შემდეგ, ვაკოს რამდენიმე კლუბს უკავშირებდნენ. უცხოური გამოცემების ინფორმაციით, ყაზაიშვილს თურქული კლუბის ვარიანტიც ჰქონდა, მაგრამ არჩევანი სამხრეთ კორეულ გუნდზე შეაჩერა.

ვაკო საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი 2014 წლიდანაა. ამ დროში მან ეროვნული გუნდის მაისურით 56 შეხვედრა ჩაატარა, 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა
ATP CUP-ზე საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების მეტოქეები გაირკვა