soccer.ru-მ ხვიჩა კვარაცხელია ტურის ,,ანტინაკრებში'' შეიყვანა
Aa
Aa

soccer.ru-მ ხვიჩა კვარაცხელია ტურის ,,ანტინაკრებში'' შეიყვანა

რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში ყაზანის რუბინი ნიჟნი ნოვგოროდს ესტუმრა და ანგარიშით -  1-2 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც გამორჩეული 52 წუთი ნამდვილად არ ჰქონია, რის გამოც, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ლეონიდ სლუცკიმ ქართველი ტალანტი 52-ე წუთის მიმდინარეობისას შეცვალა.

ხვიჩას შეცვლა არ ესიამოვნა და როგორც კადრში გამოჩნდა, მოედნიდან გასვლის დროს ხელთათმანები მოისროლა. 

ტურის დასრულების შემდეგ, ადგილობრივმა soccer.ru-მ ხვიჩა კვარაცხელია ტურის ,,ანტინაკრებში'' შეიყვანა:

გასულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია შეუჩერებელი იყო და ზედიზედ იღებდა საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს. შემდეგ მას ზაფხულში რუსეთის დატოვების იმედი ჰქონდა, მაგრამ ყაზანში დარჩა, რის გამოც კარგ თამაშზე მეტად იტანჯება.

ამ იმედგაცრუებას ნიჟნი ნოვგოროდთან შეხვედრაც დაემატა, როდესაც ფეხბურთელს 52 წუთში არცერთი ზუსტი დარტყმა არ ჰქონია. სლუცკიმ ხვიჩა მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მიმდინარე სეზონში ყაზანური კლუბის ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები