საქართველოს თასის ფინალს პოლონელი არბიტრები განსჯიან
Aa
Aa

საქართველოს თასის ფინალს პოლონელი არბიტრები განსჯიან

 დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 2021-ის ფინალური შეხვედრა 8 დეკემბერს ქუთაისში გაიმართება. საქართველოს თასისთვის ერთმანეთს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის წარმომადგენლები წყალტუბოს "სამგურალი" და თბილისის "საბურთალო" დაუპირისპირდებიან.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ფინალურ შეხვედრას პოლონელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი იაროსლავ პშიბილი იქნება, მას ასისტენტობას კონრად საპელა და არკადიუშ ვუიჩიკი გაუწევენ, მეოთხე მსაჯი კი, ირაკლი კვირიკაშვილი იქნება.

"სამგურალისა" და "საბურთალოს" ფინალური დაპირისპირება ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე 8 დეკემბერს 17:00 საათზე დაიწყება. ქვეყანაში არსებული კოვიდ რეგულაციების გათვალისწინებით მატჩს სტადიონის ტევადობის 33%-ის შესაბამისი გულშემატკივრთა რაოდენობა დაესწრება.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. აღნიშნული ვრცელდება არასრულწლოვან პირებზეც.

წყარო - gff

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები