მსოფლიო ჩემპიონატი |  საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა და განრიგი
Aa
Aa

მსოფლიო ჩემპიონატი | საქართველოს ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობა და განრიგი

7 დეკემბერს, უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, სადაც გულშემატკივარი ქართველი სპორტსმენების გამოსვლასაც იხილავს.

საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით მსოფლიო ჩემპიონატის ფიცარნაგზე 10 ძალოსანი გამოვა.

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველი ძალოსნები ტაშკენტში ტურნირის დაწყების დღეს გაემგზავრებიან.

ქართველი ძალოსნების განრიგი:

9 დეკემბერი - 18:00 საათი

61 კგ - შოთა მიშველიძე

61 კგ -  რამინ შამილიშვილი

10 დეკემბერი 18:00 საათი

73 კგ - კახი ასანიძე

13 დეკემბერი - 15:00 საათი

89 კგ - რევაზ დავითაძე

14 დეკემბერი - 07:30 საათი

96 კგ - ირაკლი გობეჯიშვილი

14 დეკემბერი - 12:00 საათი

96 კგ - ანტონ პლესნოი

15 დეკემბერი - 12:00 საათი

102 კგ - ზაზა ლომთაძე

102 კგ - ირაკლი ჩხეიძე

17 დეკემბერი - 09:00 საათი

+109 კგ -  ბაქარ თურმანიძე

17 დეკემბერი - 15:00 საათი

+109 კგ - ლაშა ტალახაძე 

ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ლაშა ტალახაძისკენ იქნება მიმართული. ტალახაძე პირველი სპორტსმენია, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ოლიმპიური ჩემპიონის სტატუსი ორჯერ მოიპოვა (2016, 2020). მის ანგარიშზე  მსოფლიოს ოთხი და ევროპის ხუთი ოქროს მედალია.

ლაშა ტალახაძემ ტოკიო 2020-ზე ბრწყინვალედ იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს სიურპიზები შესთავაზა - ძალოსანმა ოლიმპიური ჩემპიონობის გარდა, 3 ოლიმპიური და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მწვრთნელმა, გიორგი ასანიძემ ჩემპიონისთვის სარეკორდო წონები შეარჩია, რისი დაძლევაც ტალახაძემ უპრობლემოდ შეძლო (223 კგ, 265 კგ, 488 კგ). 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები