ფინანსური მაქინაცია - სამპდორიას პრეზიდენტი დაპატიმრებულია
Aa
Aa

ფინანსური მაქინაცია - სამპდორიას პრეზიდენტი დაპატიმრებულია

მიმდინარე სეზონში „სამპდორია“ სერია ა-ში კარგი შედეგებით ვერ დაიტრაბახებს. 15 ტურის შემდეგ იტალიური კლუბი 16 ქულით მე-15 ადგილზე იმყოფება და გასავარდნ ზონას 5 ქულით უსწრებს.

„სამპდორიას“ პრობლემები აქ არ მთავრდება. დღეს, ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ კლუბის პრეზიდენტი მასიმო ფერერო დაკავებულია და მას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება მასიმოს სასამართლო პროცესი.

იტალიური კლუბის პრეზიდენტის დაკავების განკარგულება საფინანსო პოლიციამ გასცა. იტალიური მედიის ინფორმაციით, ფერეროს დანაშაული გარკვეული სახის ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი „სამპდორიასთან“ არანაირ კავშირში არ არის.

ცნობისთვის, ამ მომენტში მასიმო ფერეროსთან ერთად „სან ვიტორეს“ ციხეში კიდევ 5 პიროვნებაა დაპატიმრებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები