ცინცაძე: ,,გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთანაა, ისინი აუცილებლად უნდა გავახაროთ
Aa
Aa

ცინცაძე: ,,გულშემატკივარი ყოველთვის ჩვენთანაა, ისინი აუცილებლად უნდა გავახაროთ"

როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა უკვე იცის, პლეი-ოფში ქუთაისის ტორპედო ეროვნულ ლიგა 2-ის მესამეადგილოსან მარტვილის მერანს შეხვდება და ელიტაში დასარჩენად იბრძოლებს, ხოლო ქობულეთის შუქურას დაპირისპირება ეროვნულ ლიგა 2-ის მეორე ადგილზე გასულ გაგრასთან მოუწევს.

გუნდები პირველ შეხვედრებს 8 დეკემბერს, ხოლო განმეორებით მატჩებს - 12 დეკემბერს გამართავენ.

ყოველ ორშაბათს, 21:00 საათზე, CrystalSport-ი ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს „საგოლე გადაცემას" სთავაზობს, სადაც გადაცემის წამყვანები საინტერესო სტუმრებთან ერთად ქართულ ფეხბურთში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს მიმოიხილავენ.

ამჯერად, გადაცემის ერთ-ერთი სტუმარი ქუთაისის ტორპედოს ნახევარმცველი, მათე ცინცაძე იყო, რომელმაც გუნდში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა:

,,როცა პლეი-ოფში თამაშობ, განწყობაზე საუბარი ზედმეტია, რა თქმა უნდა, საბრძოლო განწობაა და სასურველი შედეგისთვის ყველაფერს გავაკეთებთ, ბოლომდე დავიხარჯებით, რომ ტორპედოს უმაღლეს ლიგაში ადგილი შევუნარჩუნოთ მითუმეტეს ახლა, როდესაც გუნდში ფინანსური კუთხით ყველაფერი დალაგდა - ახალი პრეზიდენტი მოვიდა და გუნდში კარგი სიტუაციაა.

ქუთაისელი ხალხი და გულშემატკივარი ღირსია იმის, რომ ამ ქალაქს ძალიან კარგი გუნდი ჰყავდეს. ტორპედოს ერთ-ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს.  ისინი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან და ჩვენც ისღა დაგვრჩენია, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. თითოეული მათგანი მიყვარს. ვფიქრობ, რომ ერთად შევძლებთ იმ მიზნის მიღწევას, რაც დასახული გვაქვს.

მარტვილის მერანს ძალიან დიდი პატივს ვცემ, ჩემი ბევრი მეგობარი თამაშობს, მაგრამ უკვე ის სიტუაციაა, როდესაც საქმე უმაღლეს ლიგას ეხება. მჯერა, რომ საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში სწორედ ტორპედო ითამაშებს".

გია ცეცაძემ სამტრედია რამდენიმე კვირის წინ დატოვა და ქუთაისის ტორპედოს კახა ჩხეტიანის ნაცვლად შეუერთდა.  კონტრაქტის შეწყვეტასთან დაკავშირებული სიახლე ტორპედომ თავად, სოციალური ქსელით გაავრცელა და დაწერა, რომ მიზეზი გუნდის ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგები იყო.

CrystalSport-ის ,,საგოლე გადაცემაში" კახა ჩხეტიანმა გია ცეცაძესა და ტორპედოს წარმატება უსურვა, თუმცა ახსნა, რომ ამ გადაწყვეტილებას არ ელოდა, რადგან მომავალი სეზონიდან სხვა მიზნები ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
TOP 10-ში მეშვიდეზე - მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაშია
TOP 10-ში მეშვიდეზე - მამარდაშვილი ყველაზე ძვირადღირებული მეკარეების სიაშია