საბურთალოს მწვრთნელი: ,,ეს წლის მთავარი მატჩია, ჩემი ფეხბურთელების მჯერა
Aa
Aa

საბურთალოს მწვრთნელი: ,,ეს წლის მთავარი მატჩია, ჩემი ფეხბურთელების მჯერა"

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება. მატჩი გამოარკვევს იმ გუნდის ვინაობას, რომელიც თასის გარდა, ევროტურნირებზე ასპარეზობის უფლებას მოიპოვებს.

ლევან კორღალიძე (საბურთალოს მთავარი მწვრთნელი)

საბოლოოდ, ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დავასრულეთ, თუმცა სეზონი ამით არ მორჩენილა – რამდენიმე დღეში წლის მთავარი მატჩი გველის. წყალტობოს სამგურალთან დაძაბული შეხვედრა გველოდება, მაგრამ წლევანდელი სეზონის ტიტულით დასრულებას ვეცდებით.

ჩემი ფეხბურთელების მჯერა. იმედი მაქვს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩება , - უთხრა საბურთალოს მთავარმა მწვრთნელმა კლუბის ვებგვერდს.

2021 წლის საქართველოს თასის მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცა უკვე მიმდინარეობს, რომელის ფასიც 5 ლარია.

2020 წლის საქართველოს თასის მფლობელი კი გაგრაა. გასულ წელს, ისტორიაში პირველად, აღნიშნული თასი ლიგა 2-ის გუნდებს შორის გათამაშდა. შეხვედრა გაგრასა და სამგურალს შორის გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე შედგა (პენალტები / 5-3).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები