Aa
Aa

"დასამტკიცებელი არავისთან არაფერი მაქვს" - ანჩელოტი ინტერთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მადრიდის „რეალი“ „ინტერს“ უმასპინძლებს. „სამეფო კლუბი“ ოფიციალურად ჯგუფიდან უკვე გავიდა, თუმცა „ნერაძურისთან“ საკმაოდ პრინციპული დაპირისპირება ელოდება. შეხვედრის წინ, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ პრესკონფერენცია გამართა.

ანჩელოტი:

„ჩვენი სათამაშო ხარისხი და ვალდებულებები მნიშვნელოვანია. ბოლო დროინდელი კარგი შედეგები სწორედ ამას ადასტურებს. ასეთ სტილში გვინდა გაგრძელება და „ინტერის“ დამარცხება ამ კუთხით მნიშვნელოვანი იქნება. მოწინააღმდეგე საკმაოდ ძლიერია. ეს ჩემპიონთა ლიგის თამაშია და გამარჯვება აუცილებელია.

ამ ტურნირის სასიკეთოდ დასრულება რთულია, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ფინალში გასვლაა. ჩემპიონთა ლიგას ფინალში გასვლის გარეშე ვერ მოიგებ. მინდა ყველას დავანახო, რომ „რეალში“ კარგად ვმუშაობ, მაგრამ დასამტკიცებელი არავისთან არაფერი მაქვს. თავს ამ სამწვრთნელო შტაბში კარგად ვგრძნობ. ჩვენ ენთუზიაზმი გვაერთიანებს.“

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის D ჯგუფს მადრიდის „რეალი“ 12 ქულით ლიდერობს. მადრიდულმა გრანდმა 5-დან 4 მატჩი მოიგო, ხოლო ერთხელ „შერიფთან“ დამარცხდა. „ინტერი“ კი 10 ქულით მეორე პოზიციას იკავებს. ცნობისთვის, ამ გუნდების მომავალი დაპირისპირება 7 ნოემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

ასევე გეტყვით, რომ იტალიაში გამართული მატჩი „ინტერსა“ და მადრიდის „რეალს“ შორის „ბლანკოსის“ გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები