ტრავმა სერიოზული არ არის - ბენზემა მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს
Aa
Aa

ტრავმა სერიოზული არ არის - ბენზემა მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის „რეალმა“ სტუმრად მძიმე ბრძოლაში „სოსიედადი“ დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. გამარჯვების მიუხედავად ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

შეხვედრის მე-17 წუთზე კარიმ ბენზემამ კუნთის ტკივილი იგრძნო და მინდორი დატოვა. მის ნაცვლად ლოკა იოვიჩი გამოვიდა, რომელმაც გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ კარიმი მინიმუმ ორ კვირას გამოტოვებდა და ლა ლიგის მორიგ ტურში „ატლეტიკოს“ წინააღდეგ ვერ ითამაშებდა.

ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბენზემა მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს. ფრანგი თავდამსხმელი ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში „ინტერის“ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს და თუ MARCA-ს დავუჯერებთ, „როხიბლანკოსთან“ კარიმის ხილვის ალბათობა საკმაოდ მაღალია.

ბენზემას საოცარი სეზონი

33 წლის თავდამსხმელი მიმდინარე სეზონში ბრწყინავს. კარიმი 12 გოლით ლა ლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ყველა ტურნირზე ერთად კი ბენზემამ 20 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 17 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები