რატი ანდრონიკაშვილმა აშშ-ში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა
Aa
Aa

რატი ანდრონიკაშვილმა აშშ-ში გამორჩეული შეხვედრა ჩაატარა

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა გამთამაშებელმა რატი ანდრონიკაშვილმა NCAA-ს ლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა, მისი გუნდი „კრეიტონი“ კი აიოვაში 64:58 დამარცხდა.

რატიმ პარკეტზე 18 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 6 ქულა, 1 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა. ერთ ერთი ჩაჭრის დროს კი არაჩვეულებრივი დანქი შემოგვთავაზა. 

ჩატარებული 9 ტურის შემდეგ ანდრონიკაშვილის გუნდი 7 მოგებითა და 2 მარცხით ბიგ ისტის კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩში რატი და კომპანია „ბრიჰემს“ დაუპირისპირდებიან. აღნიშნული შეხვედრა 11 დეკემბერს გამთენიისას გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევრობასკეტისთვის დარბაზის მშენებლობა ვერ ესწრება? - ,,შეშფოთებულები ვართ მშენებლობის პროგრესით
ევრობასკეტისთვის დარბაზის მშენებლობა ვერ ესწრება? - ,,შეშფოთებულები ვართ მშენებლობის პროგრესით"