მბაპე:
Aa
Aa

მბაპე: "დიახ, მე დიდ კლუბში მინდოდა სათამაშოდ წასვლა"

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სალაპარაკო თემა კილიან მბაპე და მადრიდის „რეალია“. ფრანგ მსოფლიოს ჩემპიონს გამუდმებით უკავშირებენ „სამეფო კლუბს“. გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს „ბლანკოსმა“ ოფიციალური შეთავაზება გააკეთა, თუმცა პარიზელებმა დაბლოკეს.

ერთ-ერთ ფრანგულ ტელევიზიასთან საუბრისას მბაპემ საკუთარ სიტუაციაზე ისაუბრა და მომავალსაც გაკვრით შეეხო.

მბაპე:

„მე ვთამაშობ კლუბში, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მოგება სურს. პლუს მე პარიზელი ვარ. აქ თავს დიდებულად ვგრძნობ, მაგრამ მე რაიმე ახლის აღმოჩენა მსურს. ზოგადად ადვილი არ იყო, რაც ჩემს გარშემო ხდებოდა. დიახ, მე დიდ კლუბში მინდოდა სათამაშოდ წასვლა. ხალხი მეკითხებოდა დავრჩებოდი, თუ არა იმედგაცრუებული. რა თქმა უნდა, დასაწყისში ვიქნებოდი, მაგრამ მე მესამე დივიზიონის კლუბში არ ვთამაშობდი.“

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპეს „პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ივნისში ეწურება. მადრიდში იმედი აქვთ, რომ ფრანაგი შემტევი ახალ ხელშეკრულებას არ გააფორმებს და „სამეფო კლუბში“ უფასოდ გადაბარგდება.

შექმნილი სიტუაცია, რა თქმა უნდა, პარიზულ კლუბს არ აწყობს და თუ შეთანხმება არ მოხერხდება, შესაძლოა მათ კილიანი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს გაყიდონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები