დეპაიმ შესაძლოა ბარსელონადან წასვლის ვარიანტები განიხილოს
Aa
Aa

დეპაიმ შესაძლოა ბარსელონადან წასვლის ვარიანტები განიხილოს

„ბარსელონას" თავდამსხმელმა მემფის დეპაიმ შესაძლოა სეზონის ბოლოს გუნდი დატოვოს.

27 წლის ფორვარდი კატალონიურ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა, ძირითადად ეს ყოფილი მწვრთნელის რონალდ კუმანის სურვილის გამო მოხდა

კუმანი ოქტომბერში გაათავისუფლეს და პოსტი ჩავიმ დაიკავა. დეპაი რჩება გუნდის მთავარ ფორვარდად, მაგრამ ხვდება, რომ „ბარსა“ უკვე ახალ ვარიანტს ეძებს.

ფეხბურთელის წარმომადგენლები განიხილავენ შემოთავაზებებს სხვა კლუბებიდან, თუ გუნდში მისი პოზიციის გაუარესება დაიწყება, იუწყება El Nacional-ი.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბარსელონა განიხილავს ედინსონ კავანის მიწვევის შესაძლებლობას და ასევე არ კარგავს იმედს ერლინგ ჰოლანდის გადასაბირებლად, რომლის გაფორმებაც თითქმის ყველა გრანდს უნდა.

თუ დეპაი სეზონის დარჩენილ ნაწილში კარგად არ ითამაშებს, „ბარსამ“ შესაძლოა მისი გაყიდვა განიხილოს, რათა მოიზიდოს დამატებითი სახსრები გუნდის გასაძლიერებლად.

შეგახსენებთ, რომ კატალონიელები იანვარში ფერან ტორესის გაფორმებას გეგმავენ, რომელმაც კლუბის შეცვლაზე უკვე თანხმობა განაცხადა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შეცვლის დროს ხვიჩამ ხელთათმანები მოისროლა - სლუცკიმ მატჩის შემდეგ გააკრიტიკა
შეცვლის დროს ხვიჩამ ხელთათმანები მოისროლა - სლუცკიმ მატჩის შემდეგ გააკრიტიკა