რანგნიკი:
Aa
Aa

რანგნიკი: "გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა პრემიერ ლიგის მე-15 ტურის „კრისტალ პალასთან“ მატჩის შედეგები (1:0) შეაჯამა.

„გუნდის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით პირველ ნახევარ საათში, როცა ზეწოლა იყო - ძალიან კარგი იყო. ერთადერთი რაც აკლდა ერთი-ორი გოლი.

თამაშს ვაკონტროლებდით, კარგად ვიცავდით და რაც მთავარია, კარს სუფთად ვიცავდით. ეს არის ზუსტად ის მომენტები, რომლებზეც მუშაობაა საჭირო. ჩვენ უნდა შევწყვიტოთ გოლების გაშვება.

მხოლოდ ერთი ვარჯიში გვქონდა, მაგრამ აღფრთოვანებული ვარ: იმაზე უკეთ ვითამაშეთ, ვიდრე ველოდი. ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა ინიციატივა და, გარდა ბოლო ხუთი წუთისა, სულ ვცდილობდით, რომ მეტოქე ჩვენი კარიდან შორს გვყოლოდა.

გვინდოდა ორი თავდამსხმელით გვეთამაშა, განსაკუთრებით ცენტრში. სხვათა შორის, რონალდუს მუშაობა ბურთის გარეშე - ჩემი კომპლიმენტი მას!

რაც შეეხება ფრედის გოლს, ასისტენტთან უნდა გადამემოწმებინა, მართლა ურტყამდა თუ არა მარჯვენა ფეხით. მეგონა მხოლოდ მარცხენა ფეხით შეეძლო დარტყმა. მე ბედნიერი ვარ ამისთვის“.

- თქვა გერმანელმა სპეციალისტმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რიჩარდსი:
რიჩარდსი: "ბიჭებმა პენალტი რომ ვერ გაიტანეს, ტვიტერზე შესვლის შემეშინდა"