ბაიერნთან ითამაშებს - გავის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
Aa
Aa

ბაიერნთან ითამაშებს - გავის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსელონამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და მძიმე ბრძოლაში 0:1 დამარცხდა. წაგებასთან ერთად კატალონიელთა რიგებში სხვა არასასიამოვნო ფაქტიც დაფიქსირდა.

შეხვედრის 36-ე წუთზე ჩავის გავის იძულებით შეცვლა მოუწია. ახალგაზრდა ესპანელს ჰექტორ ბელერინის ძლიერად დარტყმული ბურთი მოხვდა თავში და თავი შეუძლოდ იგრძნო. მოგვიანებით 17 წლის ნახევარმცველი საავადმყოფოშიც გადაიყვანეს.

„ბარსელონას“ ჩემპიონთა ლიგაზე სასიცოცხლო მნიშვნელობის მატჩი ელის. კატალონიელები სტუმრად „ბაიერნს“ დაუპირისპირდებიან. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გავი ხსენებულ მატჩში არ იქნებოდა, თუმცა დღეს MARCA-მ დაწერა, რომ მზად არის და მიუნხენში გუნდთან ერთად გაფრინდება.

დღეს დილით, სარეაბილიტაციო კურსი დასრულდა, გავი საწვრთნელ ბაზაზე გამოცხადდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა. ესპანელი ფეხბურთელი ჩავის განკარგულებაშია. ცნობისთვის, „ბაიერნისა“ და „ბარსელონას“ დაპირისპირება 8 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 00:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები