ვოლკოვის მორიგი გოლი - ქართველმა სეზონში მე-10 ბურთი გაიტანა
Aa
Aa

ვოლკოვის მორიგი გოლი - ქართველმა სეზონში მე-10 ბურთი გაიტანა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი დავით ვოლკოვი აზერბაიჯანის ჩემპიონატში გოლების სერიას განაგრძობს. ამჯერად, მისი „ზირა“ საკუთარ კედლებში „გაბალასთან“ 1:2 დამარცხდა.

ვოლკოვმა თავისი ყოფილი გუნდის კარში გოლის გატანა შეძლო, რომელიც 2020 წელს დატოვა.

ქართველმა ფორვარდმა გოლის გატანა პირველ ტაიმში შეძლო და ანგარიში 1:2 გახადა, თუმცა მეორე ნახევარში „ზირამ“ გათანაბრება ვეღარ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 26 წლის ვოლკოვი ჩინებულ სეზონს ატარებს და უკვე 13 მატჩში მის ანგარიშზე 10 გოლია. ქართველი ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს 3 ბურთით უსწრებს.

„ზირა“ აზერბაიჯანის პრემიერლიგაში 22 ქულით მე-3 ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში ლიდერ „ყარაბაღს“ ესტუმრება. შეხვედრა 16 დეკემბერს გაიმართება.

ვოლკოვისთვის 2021 წელი ეროვნულ ნაკრებშიც წარმატებული გამოდგა და უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩში მან გოლის გატანაც შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"გაყიდე ოქროს ბურთი, რათა მათთვის პური გეყიდა? - ვეას არასასიამოვნო ისტორია