შეცვლის დროს ხვიჩამ ხელთათმანები მოისროლა - სლუცკიმ მატჩის შემდეგ გააკრიტიკა
Aa
Aa

შეცვლის დროს ხვიჩამ ხელთათმანები მოისროლა - სლუცკიმ მატჩის შემდეგ გააკრიტიკა

რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ყაზანის „რუბინი“ „ნიჟნი ნოვგოროდს“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც სლუცკიმ მეორე ტაიმში შეცვალა.

ქართველ ფეხბურთელს შეცვლა არ ესიამოვნა და მოედნიდან გასვლის დროს ხელთათმანები მოისროლა. მატჩის შემდეგ, ჟურნალისტმა სლუცკის ჰკითხა, თუ რა იყო კვარაცხელიას საქციელის მიზეზი და უკავშირდებოდა, თუ არა ეს მის შეცვლას.

სლუცკი:

„არ ვიცი ხვიჩა ბედნიერია, თუ არა, მაგრამ მოედანზე მისი ქმედებებიდან გამომდინარე ვფიქრობდი, რომ შესვენებაზე შევცვლიდი.“

ხვიჩა და „რუბინი“

„ჯვაროსნების“ შემტევმა მიმდინარე სეზონში ყაზანური კლუბის ფორმა ყველა ტურნირზე ერთად 14-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა. რაც შეეხება „რუბინს“, 17 ტურის შემდეგ, 22 ქულით მე-10 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები