რამგნიკის დებიუტი და იუნაიტედის გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე
Aa
Aa

რამგნიკის დებიუტი და იუნაიტედის გამარჯვება ოლდ ტრაფორდზე

პრემიერ ლიგის მე-15 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედში“ რალფ რანგნიკის სამწვრთნელო დებიუტი შედგა. გერმანელმა სპეციალისტმა „კრისტალ პალასთან“ მატჩში თავისი პირველი გამარჯვება იზეიმა.

„იუნაიტედი“ დომინირებდა, ქმნიდა მომენტებს და ბურთი ჯამში 61%-ით ეჭირა. საბოლოოდ, „მანკუნიანელებმა“ ფრედის გოლით ლოგიკური სამი ქულა გაიფორმეს.

ამ გამარჯვების შემდეგ, „იუნაიტედს“ 24 ქულა აქვს და მეოთხეადგილოსან „ვესტ ჰემს“ 3 ქულით ჩამორჩება, თუმცა „ტოტენჰემს“ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და გამარჯვების შემთხვევაში 28 ქულით მეოთხე პოზიციას „დეზები“ დაიკავებენ.

ცნობისთვის, რალფ რანგნიკი პრემიერ ლიგის ისტორიაში გახდა პირველი გერმანელი სპეციალისტი, რომელმაც თავისი სადებიუტო მატჩის მოგება შეძლო. აქამდე ფელიქს მაგათიმ, იურგენ კლოპმა,იან სივერტმა, დანიელ ფარკმა და ტომას ტუხელმა თავიანთი სადებიუტო შეხვედრების მოგება ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების შემდეგ "იუნაიტედი" დროებით მწვრთნელს ეძებდა. მანჩესტერში სხვადასხვა მწვრთნელს განიხილავდნენ, თუმცა პრიორიტეტი ხანგრძლივი პროექტისთვის მაურისიო პოჩეტინო იყო, თუმცა არგენტინელთან მოლაპარაკება არ შედგა. საბოლოოდ არჩევანი რანგნიკზე შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - ნინი ჩხარტიშვილი კარიერას სივასპორში გააგრძელებს
ოფიციალურად - ნინი ჩხარტიშვილი კარიერას სივასპორში გააგრძელებს