მოურინიო ისევ პრემიერ ლიგაში? - ევერტონში ბენიტესის დღეები დათვლილია
Aa
Aa

მოურინიო ისევ პრემიერ ლიგაში? - ევერტონში ბენიტესის დღეები დათვლილია

ჟოზე მოურინიოს პრობლემები გრძელდება. სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „რომამ“ საკუთარ კედლებში „ინტერთან“ 0:3 წააგო. სპორტულ პრესაში თვლიან, რომ „განსაკუთრებულის“ პოზიციები მნიშვნელოვნად შეირყა და შესაძლოა ჟოზემ „ჯალოროსი“ დატოვოს.

ცუდ მდგომარეობაშია „ევერტონი“, რომელსაც რაფაელ ბენიტესი ხელმძღვანელობს. ინგლისურ კლუბს პრემიერ ლიგაში 25 სექტემბრის შემდეგ არ მოუგია. ბოლო 8 მატჩიდან კი 6-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ ფრეს დასჯერდა. ბენიტესს სულ მალე გათავისუფლებას უწინასწარმეტყველებენ.

ბრიტანული გამოცემები The Sun და The Mirror ესპანელი სპეციალისტის სავარაუდო შემცვლელად ჟოზე მოურინიოს მოიაზრებენ. მიზეზად კი პორტუგალიელი მწვრთნელის „რომაში“ ამჟამინდელ მდგომარეობას ასახელებენ. ხსენებულ გამოცემების მიხედვით, მოურინიო „ჯალოროსიდან“ გათავისუფლების შემთხვევაში „ევერტონში“ იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოურინიოს ანტირეკორდი - ინტერმა რომას შანსი არ დაუტოვა
მოურინიოს ანტირეკორდი - ინტერმა რომას შანსი არ დაუტოვა