რიჩარდსი:
Aa
Aa

რიჩარდსი: "ბიჭებმა პენალტი რომ ვერ გაიტანეს, ტვიტერზე შესვლის შემეშინდა"

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მიკა რიჩარდსმა ისაუბრა რასიზმზე ჯეიდონ სანჩოს, მარკუს რაშფორდის და ბუკაიო საკას მიმართ, რომლებმაც ევრო 2020-ის ფინალში იტალიასთან პენალტების გატანა ვერ მოახერხეს.

- ფინალში ინგლისის მარცხის შემდეგ რასიზმის ტალღაზე რას იტყვით?

„ბიჭებმა პენალტი რომ ვერ გაიტანეს, ტვიტერზე შესვლის შემეშინდა. გუნდს სხვა გამოცდილება აქვს, ყველაფერი გაიღეს და ფინალში გაგვიყვანეს, მაგრამ ერთი პენალტი რომ ვერ გაიტანეს, შემდეგ ბრიტანელებად ყოფნა შეწყვიტეს?

ეს ისეთი შეურაცხმყოფელი იყო. დეპრესიაში ჩავვარდი. ჩვენ არ ვსაუბრობთ რამდენიმეზე, ჩვენ ვსაუბრობთ ათასობით შეურაცხმყოფელ შეტყობინებაზე. ძნელი იყო. მაგრამ ეს მათ გააძლიერებს და როცა რაღაცას მოიგებენ, ეს კიდევ უფრო ტკბილი იქნება“.

- რას ფიქრობთ სპორტში რასიზმზე?

„განათლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სპორტში, არამედ მთელ საზოგადოებაში. მიიღეთ ის, რაც არასწორად თქვით, მოიხადეთ ბოდიში, ისწავლეთ და წადით წინ.

რატომ არის ზოგიერთი სიტყვა შეურაცხმყოფელი Google-ში, შეგიძლიათ გაიგოთ 30 წამში. ზოგიერთი მათგანი ჭკვიანია, ისინი უბრალოდ შერჩევითად იყენებენ გონებას. გულწრფელი, რთული საუბარი წარმატების გასაღებია“.

- თქვა რიჩარდსმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სუარესი:
სუარესი: "მესი ამინდის გამო პარიზში იტანჯება"