Aa
Aa

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული დავრჩებოდი" - სალაჰი თავის მომავალზე

„ლივერპულის“ კაშკაშა ვარსკვლავს მოჰამედ სალაჰს მერსისაიდულ გრანდთან კონტრაქტი 2023 წლის ივნისში ეწურება. სპორტულ მედიაში უცნაური ინფორმაცია გავრცელდა. ვიგებთ, რომ შესაძლოა „ფარაონს“ ხელშეკრულება არ გაუხანგრძლივონ. ეს ყველაფერი ძნელად წარმოსადგენია, რადგან სალაჰი „ლივერპულის“ გამორჩეული ლიდერია.

ამასთან დაკავშირებით თავად სალაჰმაც ისაუბრა:

სალაჰი:

„ამ საკითხზე ბევრჯერ გავაკეთე კომენტარი. ვიმეორებ, ჩემზე, რომ იყოს დამოკიდებული აქ დავრჩებოდი. რეალურად „ლივერპულში“ დარჩენა ძალიან მინდა. მიუხედავად ჩემი სურვილისა, ამ ყველაფერს ხელმძღვანელობა წყვეტს და თუ რამე ხარვეზი არსებობს მათ უნდა გამოასწორონ.

ამ მომენტში არანაირი პრობლემა არ არსებობს, თუმცა ჩვენ შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ. ეს კი - როგორც უკვე მოგახსენეთ, ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული. არსებობს სხვადასხვა ამბიციები, რომლებიც სხვადასხვა ადამიანებს აქვთ. მაგალითად მწვრთნელს.. მნიშვნელოვანია ის, თუ რისი მიღწევა უნდა კლოპს. გადაწყვეტილების მიღებისას ამას დიდი მნიშვნელობა ექნება.“

სალაჰი „ლივერპულში“

ეგვიპტელი შემტევი მერსისაიდულ გრანდს 2017 წელს „რომადან“ შეუერთდა. ამ პერიოდის განმავლობაში მოჰამედმა „ლივერპულის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 223-ჯერ მოირგო, 144 გოლი გაიტანა და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა. „ფარაონმა“ „წითლებთან“ ერთად ნანატრი პრემიერ ლიგის და ჩემპიონთა ლიგის ტიტული მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები