სუარესი:
Aa
Aa

სუარესი: "მესი ამინდის გამო პარიზში იტანჯება"

ლეო მესი და სუარესი „ბარსელონაში“ რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. ფეხბურთელები ერთმანეთს კარგად იცნობენ და ერთმანეთის შესახებ ყველაფერი იციან. ურუგვაელმა თავდამსხმელმა მესის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეო პარიზში იტანჯება.

სუარესი:

„მე და ლეო ყოველდღე ვსაუბრობთ და ყოველდღიურობას ვუზიარებთ ერთმანეთს. ჩვენ ფეხბურთელები ვართ და ვცდილობთ გარკვეული მოლოდინები ავირიდოთ. კარგად ვიცით, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში. ვსაუბრობთ ფეხბურთზე, ოჯახზე და ზოგადად ცხოვრებაზე.

ლეომ მითხრა, რომ პარიზში ცუდი ამინდის გამო იტანჯება. თამაშების დროს მას ძალიან სცივა და ეს არ მოსწონს. მიუხედავად ამისა, ის უდიდესი პროფესიონალია და ფრანგულ კლიმატს უნდა შეეგუოს. დარწმუნებული ვარ, მალე ეს პრობლემა მოგვარდება.“

მესი პსჟ-ში

7 ოქროს ბურთის მფლობელი პარიზულ გრანდს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეუერთდა, თუმცა მისი დებიუტი მოგვიანებით შედგა. დღემდე ლეომ „პარი სენ ჟერმენის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 12-ჯერ მოირგო, 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები