Aa
Aa

"გაყიდე ოქროს ბურთი, რათა მათთვის პური გეყიდა? - ვეას არასასიამოვნო ისტორია

2021 წლის ოქროს ბურთი ლეო მესიმ დაისაკუთრა. ამ ფაქტს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გულშემატკივრების აზრი კი ორად გაიყო. ზოგი თვლის, რომ ლეომ მე-7 ოქროს ბურთი დაიმსახურა, ზოგი კი პირიქით, ფიქრობენ, რომ ლევანდოვსკის ეკუთვნოდა.

ოქროს ბურთთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება ლეგენდარულმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორჯ ვეამ დააფიქსირა, რომელიც საკმაოდ კრიტიკული აღმოჩნდა.

ვეა:

„ოქროს ბურთით მას შემდეგ აღარ ვამაყობ, რაც მოვიგე.. ამის შემდეგ მთელს ევროპაში რასიზმის მსხვერპლი გავხდი. კარგად მახსოვს La Gazzetta dello Sport-ის გარეკანის სათაური: „აჰ, ოქროს ბურთი შავმა მოიგო“..

„მილანშიც“ კი აფრიკის კონტინეტს და მე დაგვცინოდნენ. გაუთავებლად იმეორებდნენ: „გაყიდე ოქროს ბურთი, რომ მათ პური უყიდო?“ ეს საშინლად დამამცირებელი იყო. დროგბამ და ეტოომ საკუთარ კლუბებთან ერთად ყველაფერი მოიგეს, მაგრამ მათ ოქროს ბურთი არ მისცეს. იცით რატომ? ადამიანებს არ აქვთ იმდენი ჰუმანურობა, რომ აფრიკელ შავკანიან ფეხბურთელებს რაიმე ღირებული მისცენ.

ოქროს არ არის ბურთი, რომლითაც საუკეთესო უნდა დააჯილდოვონ. ნამდვილი ოქრო არის ის, ვინც სხვის გრძნობებს არ ვნებს. სიმართლე ის გახლავთ, რომ მსოფლიოში უამრავი რასისტი არსებობს.“

შეგახსენებთ, რომ „მილანის“ ყოფილმა ვარსკვლავმა ოქროს ბურთი 1995 წელს მოიგო და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც იურგენ კლინსმანი და იარი ლიტმანენი იყვნენ. ვეამ 1995 წელს 144 ქულა დააგროვა, კლინსმანმა 108, ხოლო ლიტმანენმა 67.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები