რიკი პუჩი:
Aa
Aa

რიკი პუჩი: "ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავალთ"

„ბარსელონას" ნახევარმცველმა რიკი პუჩმა, ლა ლიგაში „ბეტისთან" 0-1 მარცხის შემდეგ, გუნდში თავის პოზიციაზე ისაუბრა და ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნთან" დაპირისპირებამდე თავისი მოსაზრება დააფიქსირა.

"ფეხბურთელს თამაში სურს. ბედნიერი ვარ, როცა მინდორზე გავდივარ. თავს ისევ ფეხბურთელად ვგრძნობ. ვნახოთ რა შედეგები იქნება.

ლა ლიგაში ტიტულისთვის ბრძოლა შეგვიძლია, ოთხშაბათს კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავალთ.

მეორე ტაიმში აშკარა შანსები გვქონდა, ამიტომ მწარე გემოს გვიტოვებს, როცა ამის შემდეგ სამი ქულა დავკარგეთ. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, სხვა გზა არ გვაქვს.

სამი დღე გვაქვს რეაბილიტაციისთვის. მიუნხენში გამარჯვებისთვის წავალთ. ეს არის ფინალი. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად ვართ და პლეი-ოფში გავალთ“,

- განაცხადა პუჩმა Sport-თან საუბრისას, რომელმაც საკმაოდ თამამი პროგნოზი გააკეთა.

კატალონიელები „ბეტისთან“ მარცხის შემდეგ ლა ლიგაში 23 ქულით მე-9 ადგილზე იმყოფება. ჩემპიონთა ლიგის ზონას კი 6 ქულით ჩამორჩება.

ბარსელონა მიუნხენის ბაიერნს ოთხშაბათს, 8 დეკემბერს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა