დავითაშვილის მაგარი გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება
Aa
Aa

დავითაშვილის მაგარი გოლი და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება

რუსეთის პრემიერ ლიგის მორიგ ტურში ტულის „არსენალი“ „ხიმკის“ ესტუმრა და 2:1 დაამარცხა. მატჩი საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

მთელი მატჩის განმავლობაში „არსენალი“ დომინირებდა და მომენტს მომენტზე ქმნიდა. ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა ზურიკო დავითაშვილი, რომელმაც მინდორზე 90 წუთი დაყო და გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა.

დიდი უპირატესობის მიუხედავად ანგარიში 36-ე წუთზე მირზოვმა გახსნა და პირველი ტაიმი „ხიმკის“ გამარჯვებით დასრულდა. მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. შეტევაში ძირითადად სტუმართა გუნდის ფეხბურთელები იყვნენ. აქტიურობამ შედეგი გამოიღო და ზურიკო დავითაშვილმა ანგარიში 61-ე წუთზე გაათანაბრა. „არსენალი“ არ გაჩერდა და მატჩის 87-ე წუთზე მეორე გოლი გაიტანა. თავი ამჯერად ევანს კანგვამ გამოიჩინა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ "ჯვაროსნების" შემტევი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელისთვის მიმდინარე სეზონის რუსეთის პრემიერ ლიგაში რიგით მე-3 გოლი იყო. რაც შეეხება ტულას, რუსულმა კლუბმა ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა და სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-11 ადგილზე აღზევდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები