გეგუჩაძე: ,,ჩემპიონობა გულშემატკივრის ასეთი სიხარულისთვის ღირდა
Aa
Aa

გეგუჩაძე: ,,ჩემპიონობა გულშემატკივრის ასეთი სიხარულისთვის ღირდა"

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია.

გუნდმა კუთვნილი ფარი და ოქროს მედლები დასკვნითი, 36-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ერთად ჩაიბარა. კუთვნილი მედალი მიიღო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, გია გეგუჩაძემ, რომლის დამსახურება აღნიშნულ ტრიუმფში, დიდია, თუმცა გამოცდილმა სპეციალისტმა ის გულშემატკივარს უსახსოვრა, ნიშნად მადლიერებისა და პატივისცემის.

დღეს, ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემაში - ,,სპორტი იმედზე", სტუმრად გუნდის პრეზიდენტი, არჩილ ბერიძე და მთავარი მწვრთნელი, გია გეგუჩაძე იმყოფებოდნენ.

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი)

მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გადავუხადო, ვინც ჩემპიონობა მოგვილოცა. ზარები არ წყდება. პირდაპირ გეტყვით - ქუჩაში გავლა შეუძლებელია  როგორც ჩვენთვის, ისე ფეხბურთელებისთვის, საოცრება ხდება. ამ ყველაფერს ხელოვნურად ვერ დადგამ. საოცარი შეგრძნებაა - რამხელა სიხარული გაჩნდა ადამიანებში, ჩვენს გულშემატკივარში, რომლებიც მრავლად არიან როგორც ბათუმში, ისე აჭარასა და მთლიან საქართველოში.  თუნდაც, მხოლოდ ამიტომ ღირდა ჩემპიონობის მოპოვება.

იმ დადებით ენერგიას, რომელიც გულშემატკივრიდან მოდიოდა, თითოეული ჩვენგანი გრძნობდა. ეს ენერგია მამოძრავებელი ძალა იყო.

გამარჯვების მოპოვება ერთობით ხდება, ამიტომ უშუალოდ ყველაზე ახლოს მყოფი ქომაგებიდან ჩვენ ფან-კლუბი იყო, ჩვენი ,,პირატები", უპირველესად, მათი დამსახურებაა ეს გამარჯვება. ჩემი კუთვნილი მედალიც სწორედ ამიტომ ვუსახსოვრე,სიმბოლურად.

სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020),  თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე
რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე