ვინ და რა მაჩვენებლით  გახდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბომბარდირი?
Aa
Aa

ვინ და რა მაჩვენებლით გახდა კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ბომბარდირი?

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია. დინამო ბათუმმა დინამო თბილისს 5 ქულით აჯობა და სატურნირო ცხრილში ჩამოიტოვა.

ინდივიდუალური კუთხით საუკეთესო შედეგი დინამო თბილისის სერბმა თავდამსხმელმა, ზორან მარუშიჩმა აჩვენა, რომელმაც დასრულებულ სეზონში 16 გოლი გაიტანა, რაც ბათუმელ ჯაბა ჯიღაურისა და გიორგი ფანცულაიას შედეგზე 3 ბურთით მეტია (13-13).

მარუშიჩმა საუკეთესო შედეგი აჩვენა საგოლე გადაცემების კუთხითაც - დინამო თბილისის ფეხბურთელს 8 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა, რაც დილას მცველის, რევაზ ჩიტეიშვილისა და ლოკომოტივის ნახევარმცველის, ბექა დარცმელიას მონაგარზე ერთით (1-1) მეტია.

სერბმა თავდამსხმელმა რანგით უმაღლეს ლიგაში დინამო თბილისის მაისური 35 მატჩში მოირგო, აქედან შეცვლაზე მხოლოდ ერთხელ ითამაშა და 16 გოლიდან თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან მხოლოდ 1 ბურთი გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელი დინამო თბილისს მიმდინარე წლის იანვარში შეუერთდა და კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.  დინამომდე ზორან მარუშიჩი სერბულ და ბოსნიურ კლუბებში ასპარეზობდა, ბოლოს კი ბელარუსის ნემანში გამოდიოდა, სადაც 10 გოლითა და 5 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე
რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე