ოფიციალურად | ბაიერნი v ბარსელონას მატჩს მაყურებელი ვერ დაესწრება
Aa
Aa

ოფიციალურად | ბაიერნი v ბარსელონას მატჩს მაყურებელი ვერ დაესწრება

ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურში მიუნხენის ბაიერნი ბარსელონას უმასპინძლებს. ეს დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს, რადგან შესაძლოა კატალონიური გრანდი ჯგუფში ჩარჩეს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება მიუნხენელების გამარჯვებით დასრულდა და გულშემატკივრების აზრით, რეკორდმაისტერი ამჯერადაც მოიგებს.

გერმანიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას 73 000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავდა. განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა ქვეყნის აღმოსავლეთსა და ბავარიის ზოგიერთ ნაწილში, შესაბამისად, მატჩის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსისა და ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, გერმანიას  კონკრეტული ზომების მიღება კიდევ ერთხელ უწევს.

ამიტომ, 8 დეკემბერს ბაიერნისა და ბარსელონას მატჩი ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართება - ინფორმაცია ოფიციალურია.

E ჯგუფში ბაიერნისა და ბარსელონას დაპირისპირება 8 დეკემბერს თბილისის დროით 00:00 საათიდან დაიწყება. 5 მატჩის შემდეგ, 15 ქულით, ჯგუფის ლიდერი ბაიერნია, ხოლო ბარსელონას 7 ქულა აქვს და ამ ეტაპზე მე-2 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ATP Cup-ი რაფაელ ნადალის გარეშე გაიმართება
ATP Cup-ი რაფაელ ნადალის გარეშე გაიმართება