ევრობასკეტისთვის დარბაზის მშენებლობა ვერ ესწრება? - ,,შეშფოთებულები ვართ მშენებლობის პროგრესით
Aa
Aa

ევრობასკეტისთვის დარბაზის მშენებლობა ვერ ესწრება? - ,,შეშფოთებულები ვართ მშენებლობის პროგრესით"

სასტუმრო თბილისის მარიოტში გამართულ FIBA ევროპის ბორდის სხდომაზე განხილული იყო ევროპული კალათბურთის მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის 2022 წლის ევრობასკეტი. 

ვიზიტის ფარგლებში, FIBA-ს ხელმძღვანელობა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის მესვეურებთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდნენ - ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს და წერს, რომ პრემიერთან შეხვედრის შემდეგ, FIBA-ს მაღალჩინოსნები ოლიმპიურ სასახლესთან მშენებარე სპორტკომპლექსს ესტუმრნენ, სადაც მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ევროპული კალათბურთის მმართველი ორგანოს წარმომადგენლებმა სამუშაო პროცესი ადგილზე იხილეს.

FIBA-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, დარბაზის მშენებლობის პროგრესი შემაშფოთებელია.

კამილ ნოვაკი (FIBA-ს ევროპის აღმასრულებელი დირექტორი)

კომენტარი გააკეთა საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატარა გურასპაულმა.

გურასპაულის განმარტებით, შეხვედრის მიმდინარეობისას, პრემიერ-მინისტრის მხრიდან იყო დაპირება, რომ ყველაფერი მოესწრება და გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველომ უმაღლეს დონეზე უმასპინძლოს 2022 წლის ევრობასკეტს.

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, დარბაზი თებერვლის ფანჯრის მასპინძელი უნდა ყოფილიყო, თუმცა ეს ფიზიკურად ვეღარ მოხდება, თუმცა იმედოვნებენ, რომ დარბაზის გახსნა მესამე ფანჯრისთვის, ივლისისთვის იქნება შესაძელებელი.

პაატა გურასპაული (საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი)

გეგმის მიხედვით, 2022 წლის თებერვლიდან ახალ დარბაზში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო, 20-წლამდე ევროპის ჩემპიონატი და ევრობასკეტი იყო დაგეგმილი.

ახალმა, თანამედროვე სტანდარტების მქონე საკალათბურთო დარბაზმა, 10 000-ზე მეტ მაყურებელი უნდა დაიტიოს.

სტატიაში გამოყენებულია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ფოტო და ვიდეომასალა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან
ყველაზე მეტ დაფინანსებას რაგბი და კალათბურთი იღებს: ,,ფედერაციები არათანაბარ მდგომარეობაში არიან"