რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე
Aa
Aa

რომელი გუნდები წარადგენენ საქართველოს ევროტურნირებზე

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია. შესაბამისად, გია გეგუჩაძის გუნდი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ასევე პირველად წარადგენს.

ცნობილია კიდევ 2 გუნდი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელით კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს - დინამო თბილისი, რომელიც ქვეყნის ახალ ჩემპიონს 5 ქულით ჩამორჩა და გორის დილა, რომელმაც 61 ქულით რანგით უმაღლესი ლიგა მე-3 პოზიციით დაასრულა.

როგორც უკვე მოგეხსენებათ, საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება.  აღნიშნული მატჩი გამოარკვევს, თუ რომელი გუნდი იქნება მესამე, რომელიც დინამო თბილისთან და დილასთან ერთად, კონფერენს ლიგაზე ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ გასულ ევროტურნირეზე საუკეთესო შედეგი დინამო ბათუმმა აჩვენა - აჭარული გუნდისთვის ევროპული საღამოები კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, სივასპორის წინააღმდეგ დასრულდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფაქტები ციფრებში | როგორი მაჩვენებლით გახდა ჩემპიონი დინამო ბათუმი
ფაქტები ციფრებში | როგორი მაჩვენებლით გახდა ჩემპიონი დინამო ბათუმი