ქალი არბიტრები და 15 წლის ფეხბურთელის დებიუტი - რა მოხდა სეზონის ბოლო მატჩში
Aa
Aa

ქალი არბიტრები და 15 წლის ფეხბურთელის დებიუტი - რა მოხდა სეზონის ბოლო მატჩში

საქართველოს რანგით უმაღლესი ლიგა, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა ფინიშთან დედაქალაქური დერბით მივიდა - დინამო თბილისმა თბილისის ლოკომოტივს უმასპინძლა, მატჩში 5 გოლი გავიდა და დინამო თბილისის სასარგებლოდ, ანგარიშით - 3-2 დასრულდა.

ეს შეხვედრა გამორჩეული რამდენიმე მიზეზით იყო:

✔ ლოკომოტივის სასტარტო შემადგენლობაში იყო 15 წლის მეკარე -  სოსო კოპალიანმა ეროვნულ ლიგაში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და ეროვნული ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

საინტერესოა, რომ კოპალიანი ეროვნული ლიგის მატჩისთვის განაცხადში აქამდეც იყო - მეკარე ქუთაისის ტორპედოს განაცხადში 13 წლის ასაკში მოხვდა.

✔ დებიუტანტები იყვნენ დინამო თბილისის რიგებშიც: დინამოელთა შემადგენლობაში ლაშა აწყურელის (20 წლის), ჯადული იობაშვილის (17 წლის), გიორგი ომარაშვილის (19 წლის), დიტო ფაჩულიას (19 წლის) და ნოდარ ლომინაძის (19 წლის) დებიუტი შედგა.

✔ დედაქალაქურ დერბიში გამარჯვებით დინამომ ეროვნულ ჩემპიონატში მე- 700 მატჩი მოიგო.

✔ შეხვედრას ქალი არბიტრები მოემსახურნენ: მატჩის მთავარი არბიტრი ხათუნა მაისურაძე იყო, რომელსაც  ასისტენტობა ქეთევან გაიპარაშვილმა და სოფო რიჟამაძემ გაუწიეს. მეოთხე მსაჯის ფუნქცია კი მზეკო შარაშანიძემ შეითავსა.

აღნიშნულმა არბიტრებმა საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველად გასულ სეზონში იმსაჯეს.

რაც შეეხება ჩემპიონატის ფინიშს - საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 36 ტურში დინამო თბილისმა თავი 75 ქულას მოუყარა და ქვეყნის ახალ ჩემპიონს, დინამო ბათუმს 5 ქულით ჩამორჩა.

ლოკომოტივის ანგარიშზე კი 53 ქულა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილია.

მასალაში გამოყენებულია დინამო თბილისისა და ლოკომოტივის ფოტოები

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა