ჰოლანდის ბრწყინვალე გოლი და ლევანდოვსკის დუბლი - ბაიერნმა დორტმუნდი დაამარცხა
Aa
Aa

ჰოლანდის ბრწყინვალე გოლი და ლევანდოვსკის დუბლი - ბაიერნმა დორტმუნდი დაამარცხა

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „დორტმუნდმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა. მატჩი უშეღავათო ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ „რეკორდმაისტერმა“ 3:2 გაიმარჯვა.

გულშემატკივრებმა ბრწყინვალე მატჩი იხილეს. ანგარიში მე-5 წუთზე ბრანდტმა გახსნა, რასაც რობერტ ლევანდოვსკიმ 4 წუთში უპასუხა და წონასწორობა აღადგინა. პირველი ტაიმის მიწურულს კინგსლი კომანმა „ბაიერნი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმში მასპინძლები გააქტიურდნენ. 48-ე წუთზე ერლინგ ჰოლანდმა ბრწყინვალე გოლი გაიტანა და წონასწორობა აღადგინა. ორივე გუნდი ბევრს უტევდა, თუმცა პოლონელმა გოლეადორმა ისევ გაიბრწყინა და საკუთარი გუნდი კიდევ ერთხელ დააწინაურა. საბოლოოდ, როგორც უკვე მოგახსენეთ „ბაიერნმა“ 3:2 მოიგო.

სატურნირო მდგომარეობა

დღევანდელ ტურამდე ბუნდესლიგას „ბაიერნი“ 31 ქულით ლიდერობდა, „დორტმუნდი“ კი 30 ქულით მეორე პოზიციას იკავებდა. ამ გამარჯვების შემდეგ, ნაგელსმანის გუნდმა „ბორუსიას“ 4 ქულით გაასწრო. როზეს შეგირდები კი ჯერჯერობით კვლავ მეორე ადგილზე რჩებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები