მოურინიოს ანტირეკორდი - ინტერმა რომას შანსი არ დაუტოვა
Aa
Aa

მოურინიოს ანტირეკორდი - ინტერმა რომას შანსი არ დაუტოვა

იტალიის სერია ა-ს მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. „რომამ“ „ინტერს“ უმასპინძლა და უშანსოდ 0:3 დამარცხდა. „ნერაძურიმ“ ყველაფერი პირველ ტაიმში გააკეთა და მნიშვნელოვანი 3 ქულა ჩაიწერა აქტივში.

ანგარიში მე-15 წუთზე ჩალჰანოღლუმ გახსნა. თურქმა ნახევარმცველმა კუთხურიდან „ჩაახვია“ და ბრწყინვალე გოლი გაიტანა. 24-ე წუთზე სხვაობა ორამდე ედინ ჯეკომ გაზარდა. „ინტერი“ არ ჩერდებოდა და ზეწოლას აძლიერებდა. მესამე და უკანასკნელი გოლი დუმფრისის ანგარიშზეა. ნიდერლანდელმა მარჯვენა მცველმა გოლი 39-ე წუთზე გაიტანა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა. ინძაგის გუნდი გაჩერდა, ხოლო მოურინიოს ბიჭები ვერ უტევდნენ. „ჯალოროსიმ“ მეორე ნახევარში კარისკენ მხოლოდ 4-ჯერ დაარტყა და ზუსტი აქედან არცერთი არ იყო.

ამ მატჩში ჟოზე მოურინიოსთვის ანტი რეკორდი დამყარდა. „განსაკუთრებულის“ კარიერაში პირველად მოხდა, რომ მისი გაწვრთნილი გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ 0:3-ს აგებდა. აქამდე ასეთი შემთხვევა არასდროს დაფიქსირებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები