ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ჩვენ ვნახეთ ისეთი ბარსა, როგორიც გვინდა, რომ იყოს"

ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და დიდი უპირატესობის ფონზე მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩავის დანიშვნის შემდეგ „ბლაუგრანამ“ პირველად წააგო. შეხვედრის შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა კომენტარი გააკეთა.

ჩავი:

„გოლი მაშინ გავუშვით, როცა საუკეთესოდ ვთამაშობდით. საკმაოდ კარგი წუთები და მომენტები გვქონდა. ეს არის მარცხი, რომელიც ტკივილს გაყენებს. მეტოქეს აშკარად ვჯობდით, მაგრამ ფეხბურთი ასეთია. ხანდახან ეს საკმარისი არ არის. ეს წაგება უსამართლო იყო. ჩვენ ვნახეთ ისეთი ბარსა, როგორიც გვინდა, რომ იყოს, მაგრამ გაუმჯობესება აუცილებლად გვჭირდება.

მოწინააღმდეგემ კარგად ითამაშა, მაგრამ მეორე ტაიმში ჩვენ გაცილებით უკეთესები ვიყავით. გოლი ჩვენს შეცდომას მოჰყვა და ეს უფრო დიდ ტკივილს მაყენებს. მიუხედავად მარცხისა, გულშემატკივრები სახლში ამაყები უნდა დაბრუნდნენ. ჩვენ შესანიშნავი მეორე ტაიმი ვითამაშეთ.

გავი არ მინახავს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იმედი მაქვს მალე დაბრუნდება. კოუტინიომ კარგად დაიწყო და კმაყოფილი ვარ. დემბელე დიდებული ფეხბურთელია და თავისი თაობის გამორჩეული მოთამაშეა. ჩვენ მის დაცვას ვცდილობთ. ოსმანი ერთი ერთზე ბრწყინვალედ თამაშობს და ის არის ფეხბურთელი, რომელიც განსხვავებას ქმნის.“

სატურნირო მდგომარეობა

ამ მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ 23 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ოთხეულის ზონას კი 6 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „ბეტისს“, პელეგრინის გუნდი 30 ქულით მესამე ადგილზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები