2008 წლის შემდეგ პირველად - ბეტისმა ბარსელონა ლა ლიგაში დაამარცხა
Aa
Aa

2008 წლის შემდეგ პირველად - ბეტისმა ბარსელონა ლა ლიგაში დაამარცხა

ლა ლიგის მორიგ ტურში კატალონიის „ბარსელონამ“ „ბეტისს“ უმასპინძლა და დიდი უპირატესობის ფონზე მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ჩავის დანიშვნის შემდეგ „ბლაუგრანამ“ პირველად წააგო.

პირველ ტაიმში კატალონიელებმა უსახური ფეხბურთი ითამაშეს. ბარსას ერთადერთი უპირატესობა ბურთის ფლობაში ჰქონდა. სხვა ყველა კომპონენტში „ბეტისმა“ აჯობა, თუმცა მეორე ტაიმში ყველაფერი შეიცვალა.

„ბლაუგრანამ“ თამაში გამოასწორა, უპირატესობას დაეუფლა და თამაში მათი კარნახით მიდიოდა, თუმცა 79-ე წუთზე ხუანმიმ გაისროლა და „ბეტისი“ დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ხუანმის დარტყმა სტუმართა გუნდიდან მეორე ნახევარში ერთადერთი იყო, რომელიც კარში წავიდა. „ბარსელონას“ ბევრს ცდილობდა, თუმცა ანგარიში ვერ გაათანაბრა და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა.

ცნობისთვის, უკანასკნელად „ბეტისმა“ „ბარსელონა“  ლა ლიგაში 2008 წელს დაამარცხა. ხსენებულ მატჩში თავი ედუმ(2) და ხუანიტომ გამოიჩინეს.

სატურნირო მდგომარეობა

ამ მატჩის შემდეგ „ბარსელონას“ 23 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ოთხეულის ზონას კი 6 ქულით ჩამორჩება. რაც შეეხება „ბეტისს“, პელეგრინის გუნდი 30 ქულით მესამე ადგილზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები