სეზონის ბოლო მატჩი - თბილისური დერბი დინამომ მოიგო
Aa
Aa

სეზონის ბოლო მატჩი - თბილისური დერბი დინამომ მოიგო

Crystalbet ეროვნული ლიგის ბოლო ტურში თბილისური დერბი გაიმართა. „დინამომ“ „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და 3:2 დაამარცხა.

მატჩი აქტიურად მასპინძლებმა დაიწყეს და ორ ბურთიანი უპირატესობა შექმნეს. ანგარიში მე-10 წუთზე ლეგიონერმა ბენიომ გახსნა. „დინამომ“ აქტიურად გააგრძელა და მე-18 წუთზე გაბედავამ პენალტის ნიშნულიდან გაიტანა. ტაიმის მიწურულს, ადამა ვადიმ სხვაობა შეამცირა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარში სცენარი არ შეცვლილა. ბურთს ძირითადად კახა ცხადაძის გუნდი აკონტროლებდა. ეს უპირატესობა 81-ე წუთზე ზორან მარუშიჩმა გაზარდა და 3:1 დააფიქსირა. „დინამოს“ ლეგიონერმა საკუთარი გოლით მატჩის ბედი გადაწყვიტა, თუმცა მსაჯის მიერ კომპენსირებულ მეხუთე წუთზე ვადიმ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში 3:2 დააფიქსირა.

დღევანდელ შეხვედრაში ერთი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. გიორგი ჭიაბრიშვილმა „ლოკომოტივის“ კარის დაცვა 15 წლის მეკარეს სოსო კოპალიანს ანდო, რომელმაც გაშვებული გოლების მიუხედავად კარგი შთაბეჭდილება დატოვა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები