ტრაგედია ეგვიპტეში - გატანილი გოლის შემდეგ მწვრთნელი გარდაიცვალა
Aa
Aa

ტრაგედია ეგვიპტეში - გატანილი გოლის შემდეგ მწვრთნელი გარდაიცვალა

ეგვიპტის მეორე დივიზიონში „ელ მაგდი“ „ალ ზარკას“ უპირისპირდებოდა. მასპინძელთა გუნდმა მატჩის მიწურულს გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. რა თქმა უნდა, ეს გოლი ყველას გაუხარდა, თუმცა ამის პარალელურად ტრაგიკული ფაქტი დაფიქსირდა.

„ელ მაგდის“ მწვრთნელი ადჰამ ელ-სელჰედარი გატანილი გოლის შემდეგ ცუდად გახდა. მან გონება დაკარგა და სტადიონზე უგონოდ დაეცა. საქმეში უმალ მედიკოსები ჩაერთვნენ და ელ-სელჰედარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სულ ცოტა ხანში გაირკვა, რომ ადჰამი გულის შეტევით გარდაიცვალა.

ცნობისთვის, სამწვრთნელო კარიერის დაწყებამდე ადჰამ ელ-სელჰედარი ფეხბურთელი იყო და კარიერის უმეტესი ნაწილი კლუბ „ისმაილში“ გაატარა, სადაც ეგვიპტის პრემიერ ლიგა და თასი მოიგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები