გულშემატკივრებმა გამოარჩიეს - შენგელია VTB ლიგის სიმბოლურში
Aa
Aa

გულშემატკივრებმა გამოარჩიეს - შენგელია VTB ლიგის სიმბოლურში

რუსეთში კალათბურთის გულშემატკივრები ყოველ სეზონზე VTB ლიგის საუკეთესო ხუთეულს ასახელებენ. ამჯერად შემოდგომის სეზონის ჯერია და გამოკითხვა ახლაც მიმდინარეობს. ჯერჯერობით 4 კალათბურთელია შერჩეული, რომელთა შორის საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია მოხვდა.

ქართველმა კალათბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა. უკანასკნელად თორნიკემ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა და ეროვნულ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა, თუმცა ტრავმის გამო შემდეგი დაპირისპირება ესპანეთის წინააღმდეგ გამოტოვა.

თორნიკეს გარდა გულშემატკივრების რჩეულები ლორენცო ბრაუნი, ივან სტრებკოვი, ანტონ ასტაპკოვიჩი გახდნენ. ცნობისთვის, შენგელია მძიმე ფორვარდის პოზიციაზე მოგვევლინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები