მეორე მარცხი პრემიერ ლიგაში - ჩელსიმ ვესტ ჰემთან წააგო
Aa
Aa

მეორე მარცხი პრემიერ ლიგაში - ჩელსიმ ვესტ ჰემთან წააგო

პრემიერ ლიგის მორიგ ტურში გათამაშების ლიდერი ლონდონის „ჩელსი“ თანაქალაქელ „ვესტ ჰემს“ ესტუმრა და უმძიმეს ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. „არისტოკრატებმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

მატჩი საკმაოდ თანაბარ პირობებში წარიმართა, თუმცა მცირე უპირატესობა ტუხელის გუნდს ჰქონდა. ეს ყველაფერი კი ბურთის ფლობის პროცენტულ რაოდენობაში გამოიხატა. ანგარიში 29-ე წუთზე გამოცდილმა ტიაგო სილვამ გახსნა. მე-40 წუთზე ლანზინიმ პენალტის ნიშნულიდან წონასწორობა აღადგინა, ხოლო 44-ე წუთზე ზიეჩმა „ჩელსი“ დააწინაურა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

მეორე ნახევარიც მხიარულად წარიმართა. მასპინძლების გეგმაში წაგება არ შედიოდა და 56-ე წუთზე ბოუენმა ანგარიში გაათანაბრა. მატჩის მიწურულს, „ვესტ ჰემი“ კვლავ გააქტიურდა და 87-ე წუთზე მასუაკუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა. საბოლოოდ 3:2.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები