ოფიციალურად - ნინი ჩხარტიშვილი კარიერას სივასპორში გააგრძელებს
Aa
Aa

ოფიციალურად - ნინი ჩხარტიშვილი კარიერას სივასპორში გააგრძელებს

საქართველოს ნაკრებისა ფეხბურთელი ნინი ჩხარტიშვილი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ქსკ „ლანჩხუთის“ ღირსებას იცავს კარიერას თურქეთის პირველ ლიგაში გააგრძელებს. ახალგაზრდა ცენტრალური მცველის ახალი გუნდი „სივასპორი“ გახლავთ.

ჩხარტიშვილმა თურქულ კლუბთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც მოგეხსენებათ, თურქეთის ქალთა ფეხბურთის ჩემპიონატი მაისის მიწურულს მთავრდება და მინიმუმ ამ დრომდე ნინი „სივასპორში“ ითამაშებს.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ხსენებულ გუნდში კიდევ 4 ქართველი ფეხბურთელი თამაშობს. საუბარი თეონა სუხაშვილზე, მარიამ დანელიაზე, მარიამ ჯანიკაშვილზე და მეგი ეჯიბიაზეა.

CrystalSport-თან ნინი ჩხარტიშვილმა ახალი გუნდის სამომავლო გეგმებზე და უკვე შემდგარ ტრანსფერზე ისაუბრა.

ჩხარტიშვილი:

„აქ რამდენიმე ქართველი ფეხბურთელი ვთამაშობთ. „სივასპორი“ მეორე ლიგიდან პირველში ახლა გადავიდა და ჩვენი მთავარი მიზანი ადგილის შენარჩუნებაა. ასევე გვსურს თავი გამოვიჩინოთ და სამომავლოდ უკეთეს გუნდში ვითამაშოთ. ახალ გუნდში რეკომენდაცია თეონა სუხაშვილმა გამიწია.

გავიარე სინჯები, მთავარ მწვრთნელს მოვეწონე და გუნდში ამიყვანა. თამაშები 20 დეკემბრის შემდეგ განახლდება. ახლა მოსამზადებელი ეტაპის გავლის პერიოდში ვართ. ვფიქრობ, მინიმუმი რა მიზანიც გვაქვს, ლიგაში ადგილის დარჩენას ვგულისხმობ, აუცილებლად გამოგვივა.“

შეგახსენებთ, რომ ნინი ჩხარტიშვილი ქსკ „ლანჩხუთში“ 10 წლის განმავლობაში თამაშობდა. ამ პერიოდის განმავლობაში 22 წლის ფეხბურთელი საქართველოს ჩემპიონი ორჯერ გახდა, ხოლო საქართველოს თასი ერთხელ მოიგო. ასევე გეტყვით, რომ ნინი „ლანჩხუთთან“ ერთად ისტორიული ფაქტის ერთ-ერთი შემოქმედია. გასულ წელს გურული კლუბი ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები