დღეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის ბოლო მატჩი გაიმართება
Aa
Aa

დღეს, საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში ბოლო ტურის ბოლო მატჩი გაიმართება

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონი დღეს, დინამო არენაზე დასრულდება, სადაც დინამო თბილისი ლოკომოტივს უმასპინძლებს. დასკვნითი ტურის ბოლო მატჩი სტარტს 18:30 საათიდან აიღებს.

იქამდე კი, ბოლო ტურის შეხვედრები საკმაოდ უხვგოლიანი გამოვიდა.

თელავმა შუქურას უმასპინძლა და შეხვედრა 2-1 მოიგო, ქუთაისში 5 გოლი გავიდა, სადაც ტორპედომ სამგურალი მიიღო და სეზონი გამარჯვებით დაასრულა (4-1).

დღესვე, გულშემატკივარმა ყველაზე მეტი გოლი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იხილა, სადაც საბურთალომ სამტრედიას 5 გოლი გაუტანა, საკუთარ კარში კი 1 ბურთი მიიღო (5-1).

საბურთალოს მხრიდან საფინალო ანგარიშს წერტილი 18 წლის ნახევარმცველმა, ოთარ მამაგეიშვილმა დაუსვა, რომელმაც ეფექტური მოძრაობით მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანას ახალი ჩემპიონი ჰყავს, დინამო ბათუმი, სამტრედია კი  ლიგა 2-ში დაქვეითდა. ამის გარდა, გაირკვა პლეი-ოფების წყვილებიც - რანგით უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ტორპედო და შუქურა იბრძოლებენ.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 2021 წლის სეზონის ფინალურ დაპირისპირებას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უმასპინძლებს. წყალტუბოს სამგურალისა და თბილისის საბურთალოს დაპირისპირება 8 დეკემბერს, 17:00 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა