ორმაგი დუბლი - ბეჟანიშვილის მორიგი ბრწყინვალე თამაში G ლიგაში
Aa
Aa

ორმაგი დუბლი - ბეჟანიშვილის მორიგი ბრწყინვალე თამაში G ლიგაში

NBA-ს განვითარების ლიგაში ანუ G ლიგაში, გამთენიისას მორიგი შეხვედრები გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს გიორგი ბეჟანიშვილის „გრანდ რაპიდ გოლდისა“ და სანდრო მამუკელაშვილის „სისკონსინ ჰერდსის“ დაპირისპირება იწვევდა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით 127:131 დასრულდა.

მამუკელაშვილს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია, ბეჟანიშვილი კი პარკეტზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 38 წუთში 15 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, რასაც 8 გადაცემაც დაუმატა და სამმაგ დუბლამდე მხოლოდ 2 პასი დააკლდა.

ბეჟანიშვილმა 9-დან 7 ორქულიანი ზუსტად ესროლა, 2-დან 1 საჯარიმო გამოიყენა, ერთი არაზუსტი სამიანიც ჰქონდა, ბურთი 3-ჯერ დაკარგა და 5 პერსონალური ჯარიმაც მიიღო.

„ვისკნსინ ჰერდს“ მიმდინარე სეზონში 8 შეხვედრაში 7 გამარჯვება და 1 მარცხი აქვს. „გრანდ რაპიდს გოლდს“ კი 4 მოგება და 4 მარცხი დაუგროვდა.


მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩესკუ:
ლუჩესკუ: "მესი, რომ ბარსელონაში დარჩენილიყო შესაძლოა ოქროს ბურთი ვერ მოეგო"