როგორი იყო ქართული მედიის არჩევანი ოქროს ბურთის გამოკითხვაში
Aa
Aa

როგორი იყო ქართული მედიის არჩევანი ოქროს ბურთის გამოკითხვაში

France Fooltball-მა 2021 წლის Ballon d'Or-ის დაჯილდოების ცერემონიის ლოკაციად ამჯერადაც პარიზის შატელეს საოპერო თეატრი შეარჩია, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ვინაობა გახდა ცნობილი.

რიგით 65-ე დაჯილდოვება არგენტინელი სუპერვარსკვლავის, ლეო მესის ტრიუმფით დასრულდა, რომელმაც პრესტიჟული ჯილდო მეშვიდედ და ისტორიაში ყველაზე მეტჯერ ჩაიბარა.

მოგეხსენებათ, გამოკითხვაში მონაწილეობას სპორტული ჟურნალისტებიც იღებენ. ქართული სპორტული მედია, ტრადიციულად, ზურაბ ფოცხვერიამ წარმოადგინა, რომელიც  „სარბიელის“ გამომცემელია.

მისი არჩევანი გახლდათ ამგვარი:

1. რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი)

2. კარიმ ბენზემა (რეალი)

3. კრიშტიანუ რონალდუ (მანჩესტერ იუნაიტედი)

4. ლეო მესი (პსჟ)

5. ჟორჟინიო (ჩელსი)

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კორონავირუსის პანდემიის გამო, აღნიშნული ჯილდო გაუქმდა, მისი ბოლო გამარჯვებული, 2019 წელს, ლეო მესი იყო, რომელმაც ოქროს ბურთი მიმდინარე წელსაც არავის დაუთმო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები