ჩავი:
Aa
Aa

ჩავი: "ბარსელონა მსოფლიოში ყველაზე რთული კლუბია"

„ბარსას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ პრესასთან ისაუბრა და კლუბში მუშაობაზე, ზოგადად „ბლაუგრანაში“ არსებული მოთხოვნებისა და მაღალი სტანდარტების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენთვის ყველა მატჩი ფინალია. წინ არ ვიყურები, ყველა მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. წინ მნიშვნელოვანი კვირა გველის, მაგრამ შემდეგ იქნება მომდევნო შეხვედრა. რაც არ უნდა მოხდეს მიუნხენში, ეს ბარსაა და ყოველთვის ითხოვენ შედეგს.

იანვარსა და თებერვალში ასევე გვექნება მნიშვნელოვანი კვირები და ამ კითხვას ისევ დამისვამთ. შვებულებამდე მოსვენება არ გვექნება.

ბარსა ყველაზე რთული კლუბია მსოფლიოში. კატალონიელები ძალიან მომთხოვნი არიან, ჩვენთვის მხოლოდ გამარჯვება არ არის საკმარისი. კარგად თამაშით უნდა მოიგო. ვილიარეალთან გამარჯვებას ძალიან ძვირფასად და მნიშვნელოვნად ვთვლით, ეს მოგებულ თასს ჰგავს. მაგრამ მოთხოვნები ნორმალურია. ამისთვის ვვარჯიშობთ.

ბარსას ყოველთვის ყველაფრის მოგება სურს. დრო გვიჩვენებს, სად მივალთ. უნდა მოიგო და ისევ მოიგო. და კიდევ უფრო ხშირად ბარსაში. ჩვენ ვართ გუნდი, შექმნილი იმისათვის, რომ გავიმარჯვოთ და ვიბრძოლოთ. მთავარი მიზანი გამარჯვებაა, ჩვენ კლუბის პრეზიდენტთან სოლიდარულები ვართ“,

- განაცხადა ჩავიმ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლუჩესკუ:
ლუჩესკუ: "მესი, რომ ბარსელონაში დარჩენილიყო შესაძლოა ოქროს ბურთი ვერ მოეგო"