ტურინის პროკურატურა რონალდუს იუვენტუსიდან იუნაიტედში ტრანსფერს იძიებს
Aa
Aa

ტურინის პროკურატურა რონალდუს იუვენტუსიდან იუნაიტედში ტრანსფერს იძიებს

ტურინის პროკურატურა „იუვენტუსიდან“ „მანჩესტერ იუნაიტედში“ კრიშტიანუ რონალდუს ტრანსფერს იკვლევს.

Daily Mail-ის ცნობით, ხუთშაბათს კლუბის ოფისები კვლავ გაჩხრიკეს. ახლა პროკურატურა რონალდუს „იუნაიტედისთვის“ მიყიდვის ფინანსურ პირობებს იკვლევს. შეგახსენებთ, „იუვენტუსმა“ გამოაცხადა, რომ კრიშტიანუ 15+8 მილიონ ევროდ გაიყიდა.

გასულ პარასკევს კლუბის ოფისები ტურინში და მილანში გაჩხრიკეს. პოლიციამ გადარიცხვებთან დაკავშირებული დოკუმენტები, ასევე ანგარიშ-ფაქტურები და ფინანსური ანგარიშგება ნივთმტკიცებად ამოიღო.

„იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა ეჭვმიტანილია ფეხბურთელების ტრანსფერების ოდენობის შეცვლაში 2019 წლიდან 2021 წლამდე. ეს აუცილებელი იყო, რომ ფინანსური სამართლიანი თამაშის (ფეარ პლეის) მოთხოვნები დაკმაყოფილებულიყო.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ პროკურატურა რონალდუს ყალბი ფინანსური ანგარიშგების საქმეზე დაკითხავს, ​​ვინაიდან, შესაძლოა, „იუვენტუსში“ მან არაკანონიერი ხელფასი მიიღო, რაშიც დამნაშავე კლუბი იქნება. თუ, რა თქმა უნდა ბრალდებები დამტკიცდა.

შეგახსენებთ, რომ ტურინელები ეჭვმიტანილები არიან ყალბი რეპორტის წარდგენაში. ამჯერად კი Ansa პროკურატურაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების მთავარი ინტერესი 282 მილიონი ევროსკენ არის მიმართული, რომელიც ხასიათდება, როგორც „ღირებულების თაღლითური გზით გაზრდა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი
,, 8 კილოგრამი დავიკელი, საწოლიდან ვერ ვდგებოდი" - ლორია ვაქცინაციის მნიშვნელობაზე