ლუჩესკუ:
Aa
Aa

ლუჩესკუ: "მესი, რომ ბარსელონაში დარჩენილიყო შესაძლოა ოქროს ბურთი ვერ მოეგო"

კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი მირჩა ლუჩესკუ მიიჩნევს, რომ ოქროს ბურთის მიღებაში ლიონელ მესის პსჟ-ში გადასვლამ შეუწყო ხელი.

„ალბათ, ამან სადღაც წვლილი შეიტანა, რადგან დღევანდელი ფეხბურთი არის ბიზნესი, რომელიც ფულის მთებს აკეთებს. მესი ბარსელონაში რომ დარჩენილიყო, შესაძლოა, ოქროს ბურთი ვერ მოეგო.

ფრანგების შეცდომა ის იყო, რომ მათ ვერ გამონახეს გზა მიეცათ ლევანდოვსკისთვის 2020 წლის ოქროს ბურთი, რომელიც პანდემიის გამო გააუქმეს. ან მიეცათ 2021 წელს ჯილდო ორივე მათგანისთვის.

ძალიან მომწონს პოლონელი თავდამსხმელი, ის გამორჩეული ფეხბურთელია. მან ოქროს ბურთი მთელი კარიერის განმავლობაში დაიმსახურა. იოლი არ არის ათობით გოლის გატანა სეზონიდან სეზონში, მაშინ როცა არ ისვენებ არც კლუბში და არც ნაკრებში, როგორც ეს რონალდუს შემთხვევაშია.

მან ღირსეულად მიიღო ეს მოვლენა და შედეგი“, 

- ციტირებს უკრაინული Tribuna ლუჩესკუს სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ინფორმაციით, France Football-ი ლევანდოვსკისთვის 2020 წლის ოქროს ბურთის გადაცემაზე დაფიქრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა ლეო მესიმ დაჯილდოების ცერემონიაზე პოლონელს საჯაროდ უთხრა, რომ გასულ წელს საუკეთესო სწორედ ის იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა
გია გეგუჩაძემ კუთვნილი ოქროს მედალი გულშემატკივარს უსახსოვრა