ფაქტები ციფრებში | როგორი მაჩვენებლით გახდა ჩემპიონი დინამო ბათუმი
Aa
Aa

ფაქტები ციფრებში | როგორი მაჩვენებლით გახდა ჩემპიონი დინამო ბათუმი

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას ახალი ჩემპიონი ჰყავს - დინამო ბათუმი, რომლისთვისაც ეს ტიტული ისტორიულია.

სხვადასხვა დროს, 1923 წელს დაარსებული აჭარული კლუბი საქართველოს თასისა (1997-1998) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (1998) გახლდათ, ასევე 4-ჯერ ქვეყნის ვიცე-ჩემპიონი (1997–1998, 2014–2015, 2019/2020),  თუმცა მისთვის ოქროს მედალი პირველია.

გუნდმა კუთვნილი ფარი და ოქროს მედლები დასკვნითი, 36-ე ტურის დასრულების შემდეგ, გულშემატკივართან ერთად ჩაიბარა. 

ფაქტები ახალ ჩემპიონზე

✔ 36 ტურში დინამო ბათუმმა თავი 75 ქულას მოუყარა, მათ შორის: 21 გამარჯვებას, 12 ფრესა და 3 მარცხს;

✔ 36 ტურში აჭარულმა გუნდმა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა - 73, ხოლო გაუშვა - 27;

✔ ქვეყნის ახალმა ჩემპიონმა 73 გოლიდან თერთმეტმეტრიანით 7 აქცია გოლად;

✔ დინამო ბათუმი საკუთარ მოედანზე დაუმარცხებელი იყო - 12 გამარჯვება, 6 ფრე, 0 მარცხი;

✔ 36 შეხვედრიდან დინამო ბათუმმა  კარი მშრალად 17 შემთხვევაში შეინახა;

✔ გუნდის რიგებში ყველაზე შედეგიანები გიორგი ფანცულაია და ჯაბა ჯიღაური 13-13 გოლით არიან. ფანცულაიას პენალტით გოლი არ გაუტანია, ხოლო ჯიღაურმა ეს მხოლოდ 1 შემთხვევაში გააკეთა;

ბათუმში ზეიმია - სტადიონზე მისულმა გულშემატკივარმა ლაზერშოუ და დაჯილდოვების ცერემონია იხილა.

ხოლო, 4 დეკემბერს ზეიმი ბათუმის ქუჩებში გაგრძელდება, საჩემპიონო მსვლელობა 15:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე დაიწყება და ბულვარში, კოლონადებთან, გალა კონცერტით დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
"ჩემპიონობა დავიმსახურეთ" - ბერიძის, კუპატაძის, კობახიძის და ნავალოვსკის კომენტარები