რანგნიკი:
Aa
Aa

რანგნიკი: "დილის 9 საათზე პრესკონფერენცია არასდროს მქონია"

„მანჩესტერ იუნაიტედმა“ ახალი მწვრთნელი რალფ რანგნიკი წარადგინა. გერმანელმა სპეციალისტმა კლუბის ოფიციალურ ვებ-საიტთან ისაუბრა, რომელიც საკმაოდ ემოციური და საინტერესო გამოდგა.

რალფ რანგნიკი:

„მინდა, რომ ყველას მოგესალმოთ. მადლობა, რომ აქ ასე ადრე მოხვედით. გულწრფელად გეტყვით, ჩემს კარიერაში ყველაზე ადრინდელი პრესკონფერენციაა. ახლა ხომ დილაა.. დილის 9 საათზე პრესკონფერენცია არასდროს მქონია. მესმის, გასაგებია.. ჩვენ სულ მალე შემდეგი მატჩი გვაქვს.

ფეხბურთელებს მალე ვარჯიში უნდა ჩავუტარო. სხვა ალტერნატივა არ იყო. წინ ვიხედები, შემდეგი დღეები და თვეები თქვენთან ერთად უნდა ვიმუშაო. ნებისმიერ შემთხვევაში დიდი მადლობა თქვენ, რომ აქ მოხვედით და დროს ხარჯავთ.

გასული წლის თებერვლის ბოლოს „ჩელსი“ დამიკავშირდა და დროებითი მწვრთნელობა შემომთავაზა. ჩვენ ვისაუბრეთ და მათ მითხრეს, რომ ჩემი სამსახური მხოლოდ ოთხი თვით სურდათ. ეს იყო თებერვალი და არანაირი პერსპექტივა არ არსებობდა. ჩვენ კი ახლა 6 თვეზე და კიდევ ნახევარზე ვსაუბრობთ.

კიდევ ერთხელ ვიქნები გულწრფელი და გეტყვით, რომ, როდესაც ისეთი კლუბი გიკავშირდება, როგორიც „მანჩესტერ იუნაიტედია“ რთულია უარის თქმა. მე ვუყურე კლუბის ბოლო თამაშებს და ძალიან კარგად ვიცი რა ხდება კლუბში და პრემიერ ლიგაში. „იუნაიტედს“ ბევრი ახალგაზრდა და ამავდროულად გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს. ჩემი მთავარი მიზანი მომავალ პერიოდში უფრო მეტი ბალანსის პოვნაა.

არსენალთან“ მატჩში ორი გოლი გავუშვით და გამარჯვებისთვის 3 დაგვჭირდა. თუ გაშვებული გოლების პროცენტულ რაოდენობას შევხედავთ, დავინახავთ, რომ თითო შეხვედრაში საშუალოდ ორ გოლს ვუშვებთ. ეს ძალიან ბევრია. ჩემი პირველი მიზანი ამის გამოსწორებაა. გულშემატკივრებს გუშინდელი თამაში მოეწონათ, მაგრამ ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის ეს ყველაფერი მიუღებელია. ვფიქრობ, ფეხბურთში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი მატჩზე მუდმივი კონტროლია.“

შეგახსენებთ, რომ ოლე გუნარ სულშერის გათავისუფლების შემდეგ "იუნაიტედი" დროებით მწვრთნელს ეძებდა. მანჩესტერში სხვადასხვა მწვრთნელს განიხილავდნენ, თუმცა პრიორიტეტი განგრძლივი პროექტისთვის მაურისიო პოჩეტინო იყო, თუმცა არგენტინელთან მოლაპარაკება არ შედგა. საბოლოოდ არჩევანი რანგნიკზე შეჩერდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები