Aa
Aa

"გამორჩეული მატჩია" - ნაგელსმანი და როზე შეხვედრის წინ

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირებაა. „დორტმუნდის ბორუსია“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლებს. ამ გუნდების მატჩი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს, თუმცა ახლა სატურნირო მდგომარეობაც გასათვალისწინებელია. „რეკორდმაისტერი“ „დორტმუნდს“ მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. შეხვედრის წინ გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

ნაგელსმანი:

„ეს მატჩი ძალიან ბევრს ნიშნავს. ყველამ კარგად იცის ამ შეხვედრის მნიშვნელობა. „დორტმუნდი“ ისევე როგორც ჩვენ, გამორჩეულ სეზონს ატარებს. ეს ტოპ მატჩია. რა თქმა უნდა, დაძაბულობა არსებობს. ემოციები გაორმაგებულია და გული სწრაფად ძგერს. საინტერესო და მომხიბვლელ მატჩს ველოდებოდი."

მარკო როზე

„ბაიერნთან დაპირისპირება ყოველთვის გამორჩეულია. ნაგელსმანის გუნდი კარგ ფორმაშია და მუდმივად იზრდება. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ თამაშის დასრულების შემდეგ ცხრილში მათზე მაღლა ვიყოთ. „ბაიერნს“ საკუთარ სტადიონზე ვუპირისპირდებით და ეს დამატებითი მოტივაციაა. გვინდა, რომ მათ ზიანი მივაყენოთ და 3 ქულა ავიღოთ.

შეგახსენებთ, რომ „დორტმუნდის ბორუსიას“ და მიუნხენის „ბაიერნის“ მომავალი შეხვედრა 4 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 18:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები