კიაერისთვის სეზონი დასრულდა - მილანის კაპიტანს მუხლზე ოპერაცია სჭირდება
Aa
Aa

კიაერისთვის სეზონი დასრულდა - მილანის კაპიტანს მუხლზე ოპერაცია სჭირდება

სერია ა-ს უკანასკნელ ტურში „მილანმა“ „ჯენოა“ სტუმრად 3:0 დაამარცხა და მნიშვნელოვანი 3 ქულა მოიპოვა. რა თქმა უნდა, „როსონერის“ გულშემატკივრებს გამარჯვება გაუხარდათ, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია არ ესიამოვნებათ.

„ჯენოასთან“ დაპირისპირების დროს, მეოთხე წუთზე, გუნდის კაპიტანმა სიმონ კიაერმა ტრავმა მიიღო და მოედანი დატოვა. დანიელ ფეხბურთელს გამოკვლევები ჩაუტარდა და არასასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა.

სიმონ კიაერისთვის სეზონი დასრულდა. „მილანის“ უკანახაზელს უქმობა 6 თვე მოუწევს. 32 წლის ფეხბურთელს მუხლზე ოპერაცია სჭირდება, ხოლო რეაბილიტაციას ხსენებული ვადა უნდა დაეთმოს. „როსონერისთვის“ კაპიტნის დაკარგვა მძიმე დარტყმაა. სიმონი გუნდის შეუცვლელი წევრია.

ცნობისთვის, კიაერის ტრავმის შესახებ ინფორმაცია არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ და პიროვნებამ გაავრცელა. მათ შორის ფაბრიციო რომანომ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები